რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 12 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8512 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9946 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8650 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.8450 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9950 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9700 ლარად არის შესაძლებელი.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8620 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.8400 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.0080 ლარად; ხოლო გაყიდვა - 2.9720 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8600 ლარად, გაყიდვა კი - 2.8500 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 3.0100 ლარად, გაყიდვა კი - 2.9800 ლარად არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ეკა დარჩიაშვილი