საქართველოში 1 039 აზარტული ბიზნესია რეგისტრირებული - აქედან 88% ადგილობრივია

2024 წლის ბოლო მონაცემებით საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესი რეგისტრირებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, bpn.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. ამათგან 88% ადგილობრივი კერძო საკუთრებაა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 ადგილობრივი საკუთრებაა, 92 - კერძო უცხოური საკუთრება, 1 - სახელმწიფოს საკუთრება, 1 - შერეული, სახელმწიფოს უპირატესობით, 13 - შერეული, ადგილობრივის უპირატესობით, 14 - შერეული უცხოეთის უპირატესობით.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი აზარტული ბიზნესი აქვთ, ხუთეული ასეთია:

  • თურქეთი - 26 ბიზნეს სუბიექტი
  • რუსეთი - 23 ბიზნეს სუბიექტი
  • ისრაელი - 8 ბიზნეს სუბიექტი
  • კვიპროსი - 6 ბიზნეს სუბიექტი
  • სომხეთი - 6 ბიზნეს სუბიექტი

თუმცა, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში 1 037 აზარტული ბიზნეს იყო რეგისტრირებული, 2023 წელს - 1 043.

ნინი ქეთელაური