Smart Home მოწყობილობები - ინვესტიცია ცხოვრების გამარტივებაში თუ ზედმეტი ფუფუნება?

‘’დილა მშვიდობისა! ტემპერატურა უკვე 22 გრადუსია. დღეს, ნახევრად მზიანი ამინდია და საღამოს, შესაძლოა, გაწვიმდეს.”- დილით იღვიძებ და მაგიდიდან ხმოვანი ასისტენტის ხმა უკვე ამინდის შესახებ გაფრთხილებს; შემდეგ ფარდებს ხსნის; თერმოსტატი ოთახში სასიამოვნო ტემპერატურას ქმნის; სადღაც კუთხეში კი, რობოტი მტვერსასრუტი უხმაუროდ იწყებს ოთახის დალაგებას.

წარმოიდგინე, როგორია ცხოვრება, როცა თერმოსტატმა ზუსტად იცის, დღის რომელ მონაკვეთში გაათბოს სახლი; განათება იცვლება შენი განწყობის მიხედვით; უსაფრთხოების სისტემები კი, შეუმჩნევლად სახლს 24/7-ზე სახლს აკონტროლებენ.

მაგრამ მართლა გვჭირდება ეს ტექნოლოგიები? ღირს თუ არა ამ „ჭკვიან“ კომფორტში ინვესტირება? მოდი, გავიცნოთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახლის ჭკვიანი მოწყობილობები, რომლმებიც თანამედროვე სახლს ინოვაციურ სივრცედ აქცევს.

Smart Hubs and Controllers – სახლის „ტვინი“

Smart Hub - ეს სახლზე სრული კონტროლის ფლობაა. შენი სახლის ყველა ჭკვიანი მოწყობილობა ერთ აპლიკაციაში ერთიანდება და მხოლოდ ერთი შეხებით, შეგიძლია განათების, გათბობისა და უსაფრთხოების მართვა, ნებისმიერი ადგილიდან.

ხმოვანი ასისტენტი – ვირტუალური მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზად არის, მოგისმინოს

Amazon Echo, Google Nest, Tp-Link, Moes მხოლოდ შენი ხმის გაგონებასა და მითითებებს ელოდებიან. წარმოიდგინე, წვიმს და შენ რომელიმე მათგანს სთხოვ შეგახსენოს ქოლგის წაღება, ან ყოველდღიური რუტინის დეტალები. ერთი მითითებითაც კი, ასისტენტები ნათურებს აქრობენ, მუსიკას რთავენ.საოცარია, არა?

უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემები – უხილავი მცველი

თუ შაბათ-კვირას სახლში არ ხარ ან სამოგზაუროდ წასვლას გეგმავ, შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ჭკვიანი კამერები, სენსორები და საკეტები სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ სახლის კონტროლზე. შეგიძლია აღარ იდარდო, რომ ვინმე სახლში შეუმჩნევლად შესვლას ეცდება, რადგან სისტემა მაშინვე გაგაფრთხილებს, სმარტფონის საშუალებით. ნამდვილად შთამბეჭდავია!

ჭკვიანი თერმოსტატები – გათბობა და დანახარჯების კონტროლი

ალბათ შენც გაქვს ზუსტად განსაზღვრული კომფორტული ტემპერატურა სახლში. სმარტ თერმოსტატები ზუსტად შენი ჩვევების მიხედვით არეგულირებენ ოთახის ტემპერატურას. თუ დილით სიცივე არ გიყვარს, გაღვვიძებისას უკვე თბილი სახლი დაგხვდება, ისე რომ გათბობის ხარჯებზე ფიქრი არ მოგიწევს, რადგან ამასაც თერმოსტატი გააკონტროლებს.

სმარტ განათება განწყობის მიხედვით

როცა საღამოს, დაღლილი დღის შემდეგ, მყუდრო გარემო გჭირდება, ერთი შეხებით ან ხმოვანი მითითებით ოთახი ზუსტად ისეთი ხდება, როგორიც შენს განწყობას შეესაბამება. ჭკვიანი ნათურები, საშუალებას მოგცემს, შეცვალო განათების ტიპი – წითელი, ლურჯი, თბილი ფერები… უბრალოდ, სთხოვე.

ენერგიის დაზოგვაზე მზურნველო სმარტ როზეტები და სოკეტები

სახლიდან გასვლისას უთო ჩართული დაგრჩა? გამორთე სოკეტი აპლიკაციის საშუალებით და აღარ მოგიწევს ნერვიულობა შესაძლო ხანძრის გაჩენაზე. გათიშე ან ჩართე მოწყობილობები პირდაპირ აპლიკაციიდან, როცა გჭირდება და ელექტროენერგიის კონტროლი Smart როზეტებს შეგიძლია ანდო.

რობოტი მტვერსასრუტი – პატარა პარტნიორი, დიდი საქმისთვის

დილით, სახლიდან გასვლის წინ იატაკის დასუფთავება ვერ მოასწარი? ან საღამოს, სამსახურის მერე სახლის დალაგების ენერგია აღარ გაქვს? შეგიძლია რობოტი მტვერსასრუტი სახლში ჩართული დატოვო და სანამ შენ გასული ხარ, ის თავის საქმეს მორჩება და საკუთარ ადგილსაც დაუბრუნდება, მეტიც, მოწყობილობის გასუფთავდებაზეც თავად იზრუნებს.

ალბათ არავინ ვიდავებთ იმაზე, რომ სახლის ჭკვიანი მოწყობილობები კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს ქმნის. თუ შენთვის პრიორიტეტულია უსაფრთხოება, კომფორტი და დღის უკეთესად ორგანიზება, ეს მოწყობილობები სრულყოფილად მოერგება შენი ცხოვრების წესს.

უბრალოდ, ერთი შეხებით, ან ხმოვანი მითითებით მიეცი ნებართვა სახლს, თავის რიტმში განაგრძოს ფუნქციონირება.

(R)