მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა 12%-ით შემცირდა - როგორია ფასები

2024 წლის იანვარ-სექტემბერში მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა 12%-ით შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

„2024 წლის სექტემბერში, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტული ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს“ - წერია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, წელს, პირველ 9 თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. კვლევის თანახმადვე, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5 მლნ-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა და 3.461 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთმა და თურქეთმა.