თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო, ნიდერლანდები სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აწესებს

ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლინ ფაბერის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ნიდერლანდების მიგრაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და იგი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.