31 ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 13 879-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 53.3 მლნ ლარი.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს 5.8 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.35 მლრდ ლარს გადააჭარბა.