ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, 30 პირის აყვანა მადრიდში, 2-ის კი ვალენსიაში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაჯგუფების დაკავებული წევრები ჩართულნი იყვნენ ბინების გატეხვა-ძარცვაში. არსებული ცნობით, დაკავებულებს შორის რამდენიმე ე.წ.კანონიერი ქურდია.

ესპანური მედია საქართველოს მოქალაქეების დაკავებას "ქართული მაფიის წინააღმდეგ" ჩატარებულ სპეცოპერაციას უწოდებს.