უკრაინა რუსეთის აგრესიის შედეგების ეროვნულ სააგენტოს ქმნის

უკრაინა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგების დაძლევის საკითხებზე ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომ ზარალის ანაზღაურების კონსოლიდირებული პრეტენზია ჩამოაყალიბოს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ 2021-2023 წლებში, ანა მალიარმა მრგვალ მაგიდაზე განაცხადა, რომელიც გაიმართა თემაზე, „როგორ დაიბრუნოს უკრაინამ დაბლოკილი რუსული ფული.“

ინფორმაციას “უკრინფორმი” ავრცელებს.

„თუ ჩვენ შევქმნით სახსრების დაბრუნების სააგენტოს, როგორც ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ორმაგ, ანუ უმაღლესი რადისა და მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში მოექცევა, ეს სახელმწიფო ორგანიზაცია შეძლებს, კონსოლიდირებული პრეტენზია ჩამოაყალიბოს, აგრესიის შედეგად დაზარალებული ყველა სახის სუბიექტი გააერთიანოს და მიყენებული მთლიანი ზიანი აღრიცხოს,“ - აცხადებს ანა მალიარი.

მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში დაზარალებულები სამ კატეგორიად იყოფა, როგორიც არის ფიზიკური, იურიდიული და სახელმწიფო ზარალი.

„აგრესია საერთაშორისო დანაშაულია და აგრესიის შესახებ 1974 წლის რეზოლუციით, მისი აღიარებისთვის თავად ფაქტიც საკმარისია, ანუ აგრესიის დასამტკიცებლად ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებები არ გვჭირდება, რადგან უცხო სახელმწიფოს რეგულარული ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთისა და ტერიტორიის ოკუპაციას ფაქტი გვაქვს,“ - განმარტავს ანა მალიარი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ