პრემიერის ხელმძღვანელობით, აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ფორუმის პირველ დღეს გათვალისწინებულია მაღალი დონის სტუმრების პრეზენტაციები აბრეშუმის გზის აღორძინების თაობაზე; ასევე, გაიმართება თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ.  მათივე ცნობით, ღონისძიების მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება; დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული საპროექტო წინადადებების განხილვა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ეწვევა. აბრეშუმის გზის

ფორუმს თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.