"ფორბსი" ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგს აქვეყნებს

ვინ არის აშშ-ის ყველაზე მდიდარი ოჯახი წელს? ჟურნალი "ფორბსი" ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოჯახების რეიტინგს აქვეყნებს.

პირველ ადგილს რეიტინგში უკვე მეორე წელია უოლტონების ოჯახი იკავებს. ამერიკული ღია სააქციო კორპორაცია "უოლ-მარტის" დამფუძნებლების მემკვიდრეების - სემ და ჯეიმს უოლტონების ქონება 149 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილზე კოხების ოჯახია. ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები კონგლომერატ Koch Industries-ის ფლობენ. აღნიშნული კონგლომერატი აშშ-ში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა.

მესამე ადგილს მარსების ცნობილი ოჯახი იკავებს, რომელიც მსოფლიოში ტკბილეულობის ყველაზე დიდ მწარმოებელ კომპანიას ფლობს.

სწორედ ისინი არიან ცნობილი M&Ms-ისა და Milky Way-ის მწარმოებლები. მათი ქონება 80 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მათმა წინაპარმა, ფრანკ მარსმა პირველად ტკბილეულობის წარმოება საკუთარ სამზარეულოში 1911 წელს დაიწყო.

"ფორბსის" რეიტინგში არიან ახალგამომცხვარი მდიდარი ოჯახებიც.

მათ შორისაა საკლერების ოჯახი, რომელიც 20 წევრისგან შედგება და რომლის ქონებაც 14 მილიარდ დოლარს აღწევს. ისინი ფარმაცევტულ კომპანიას ფლობენ და "დესომორფინ ოპიოდს" აწარმოებენ. ასევე რეიტინგში მოხვედრილ ახალ ოჯახებს შორისაა დოლანების ოჯახიც, რომელთა წევრებიც საერთო ჯამში, 5.5 მილიარდ დოლარს ფლობენ. ისინი საკაბელო სატელევიზიო კომპანიის მფლობელები არიან.

"ფორბსი" მდიდარი ამერიკელი ოჯახების რეიტინგს ყოველ წელს აქვეყნებს.