"სელფი", რომელიც აუქციონზე 42 მილიონ ევროდ გაიყიდა

ყველაზე ძვირად ღირებული "სელფი"-  ბრიტანელი ხელოვანის, ფრენსის ბეკონის ავტოპორტრეტები "სოტბის" აუქციონზე 42 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ცნობილი მხატვრის შედევრები - "ავტოპორტრეტი" და "სამი ეტიუდი ავტოპორტრეტისთვის" 15,3 და 14,7 მილიონ ფუნტად იყიდეს. აღნიშნულ ნამუშევრებს კერძო კოლექციონერი ფლობდა და იგი საზოგადოებამ პირველად იხილა. "უდიდესი ნამუშევრები ბეკონის ცხოვრების განსაკუთრებულ პერიოდს ასახავს" – აღნიშნა "სოტბის" წარმომადგენელმა.

აუქციონზე ბეკონის კიდევ ერთი ნახატი - "პაპის პორტრეტის პირველი ეტიუდი" გაიტანეს. იგი 25-35 მილიონ ფუნტად იყო შეფასებული, თუმცა, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.