„უნდა აღიკვეთოს უკანონო მაინინგისთვის ელექტროენერგიის მოხმარება“ - სემეკი სვანეთში დენის მოხმარებაზე

„უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია, რის საფუძველზეც მიმდინარეობს მუშაობა სამოქმედო გეგმის განახლებაზე“,- ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ სემეკში მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან დაკავშირებით განუცხადეს.

ამავე ცნობით, სემეკის წარმომადგენლებმა სვანეთში ადგილზე შეისწავლეს ქსელის მდგომარეობა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის კანონიერ მოხმარების სამოქმედო გეგმის განახლებაზე.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სემეკმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც შეეხება სვანეთში ელექტროენერგიის კანონიერ მოხმარებას. სემეკის წარმომადგენლებმა სვანეთში ადგილზე შეისწავლეს გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა. უკანონო მაინინგის ქსელზე მიერთების და მათ მიერ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე ქსელის მდგომარეობა კრიტიკულია, რის საფუძველზეც მიმდინარეობს მუშაობა სამოქმედო გეგმის განახლებაზე.

სრულად ვეთანხმებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და კომისიის პოზიციაა, რომ უნდა აღიკვეთოს უკანონო მაინინგისთვის ელექტროენერგიის მოხმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა“,- აცხადებენ სემეკში.