BoyleSports-ის ახალმა კვლევამ ის ავიაკომპანიები გამოავლინა, რომლებიც მგზავრებს ყველაზე უგემურ საკვებს სთავაზობენ. ინფორმაციას Daily Express ავრცელებს.
კვლევის დროს TripAdvisor-ზე მგზავრების გამოხმაურებები საკვებზე საძიებო სიტყვების, „ამაზრზენის,“ „ცუდისა“ და „საშინელის“ მიხედვით იქნა შესწავლილი.
ანტირეიტინგის სათავეში ირლანდიის უმსხვილესი ავიაკომპანია, Aer Lingus მოხვდა, რომელსაც საკვებზე უარყოფითი გამოხმაურებების ყველაზე მაღალი პროცენტი დაუფიქსირდა. კერძოდ, 13,862 კომენტარიდან 3.31% ბორტის საკვებს აკრიტიკებს. ამასთან, 460 კომენტარიდან 104-ში პირდაპირ წერია, რომ Aer Lingus-ის საკვები “უვარგისია“.
ბორტზე ყველაზე ცუდი საკვებით მსოფლიოს 10 ავიაკომპანიის ანტირეიტინგი ასეთია:
მოამზადა ლადო სულაბერიძემ