გალში პირუტყვის ქუჩაში გაშვება აიკრძალა

გალში პირუტყვის ქუჩაში გაშვება აიკრძალა. Sputnik abkhazia-ს ინფორმაციით, ეს ღონისძიება ეხება არა მხოლოდ ღორებს, არამედ ყველა პირუტყვს, რომელიც ქალაქის ეკონომიკას აზიანებს.

თავდაპირველად ქალაქში პირუტყვის ძოვებისთვის ჯარიმა 1500 რუბლის ოდენობით დაწესდა, რომელიც მოგვიანებით 5000 რუბლამდე გაიზარდა.

წესების თანახმად, თუ მოსახლეობა აკრძალვას არ დაემორჩილება, ე.წ.ხელისუფლება პირუტყვს დაკლავს და ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგ, ხორცს საბავშვო ბაღებს გადასცემს.