ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 2028 წლამდე ფულადი და მოცულობითი თვალსარისით ლუდისა და ღვინის გაყიდვებს გადააჭარბებს. ამის შესახებ კვლევითი კომპანია GlobalData-ს პროგნოზში „ახალი თაობის სასმელები“ წერია, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2028 წლამდე ძლიერი ალკოჰოლის ბაზრის ზრდის საშუალო ტემპი მოცულობითი თვალსაზრისით - 3,6%-ით, ხოლო ფულადი თვალსაზრისით - 9,4%-ით არის პროგნოზირებული.
შედარებისთვის: ლუდის, სიდრისა და ღვინის მოცულობების გაყიდვები, საშუალოდ - 1,5%-ით გაიზრდება. ფულადი თვალსაზრისით კი, ლუდისა და სიდრის გაყიდვები - 5,5%-ით, ხოლო ღვინის - 6,1%-ით მოიმატებს.
რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, მათი გაყიდვები მოცულობით - 2,9%-ით, ღირებულებით კი 5,8%-ით გაიზრდება.
ამასთან, პროგნოზის თანახმად, შოტლანდიური ვისკის ნატურალური გაყიდვები 5,2%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის, აშშ-ის სპირტიანი სასმელების საბჭოს ბოლო პროგნოზით, 2030 წლისთვის არყის გლობალური ბაზარი 40.250 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, მაშინ, როცა ამ ბაზრის ამჟამინდელი ღირებულება 25.950 მლრდ დოლარია. ამდენად, საშუალოწლიური ზრდის ტემპი 5,6%-ს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ