ევროპის რომელ ქალაქებში შეგიძლიათ ლუდის ყიდვა ყველაზე იაფად

მსოფლიოს 75 ქვეყანაში არსებულ ბარებსა და სუპერმარკეტებში ლუდის ფასზე ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, ლუდის მოყვარულებს ყველაზე იაფად საყვარელი სასმლის შეძენა კრაკოვსა და კიევში შეუძლიათ.

"ლუდის ფასის ინდექსის" თანახმად, რომელიც ტურისტებისთვის განკუთვნილმა ვებპორტალმა Goeuro.de-მ შეადგინა, კრაკოვსა და კიევში 0,33 ლიტრი ლუდის სანაცვლოდ 1,48 ევროს გადახდა მოგიწევთ. იაფი ლუდების ხუთეულში ასევე მხოვდნენ ბრატისლავა, მალაგა და დელი.

რაც შეეხება ქალაქებს, სადაც 0,33 ლიტრი ლუდის სანაცვლოდ საკმაოდ ძვირის გადახდა მოგიწევთ, პირველი შვეიცარიის ქალაქი ჟენევაა. "ლუდის ფასების ინდექსის" თანახმად, ჟენევაში 0,33 ლიტრი ლუდი 5,66 ევრო ღირს. ტურისტები ასევე საკმაოდ ძვირად შეიძენენ ლუდს ნიუ იორკში, ოსლოში, თელ-ავივსა და ჰონკონგში.

რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ყველაზე იაფად ლუდის შეძენა ესპანეთის ქალაქ სევილიის სუპერმარკეტებში შეგიძლიათ - 0,48 ევროდ, ხოლო ყველაზე ძვირად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში - 3,11 ევროდ.