Tesla აშშ-ში 2 431 Cybertruck-ს უკან იწვევს

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla 2431 Cybertruck-ს იწვევს.

აშშ-ის გზატკეცილის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) განცხადებით, გადაწყვეტილება ვრცელდება Cybertruck-ის ელექტრომობილებზე, რომლებიც წარმოებულია 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 ივლისამდე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ავტომობილები ინვერტორის გაუმართაობის გამო გაიწვიეს.

ამრიგად, ბოლო გადაწყვეტილებით, ამერიკელი მწარმოებელი Cybertruck-ს წელს მეექვსედ იწვევს.

ოქტომბერში Tesla-მ გამოაცხადა ამ ბრენდის 27 000-ზე მეტი ავტომობილის გაწვევა შეერთებულ შტატებში უკანა კამერასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ნათია ზარიძე