„თბილისი მოლთან“ ახალი ჰესი 2025 წლის ბოლომდე აშენდება

თბილისში, „თბილისი მოლთან“ „დიღომი ჰესი“ აშენდება.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2024-2034 წლების საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში წერია, ახალი ჰესი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2025 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

ცნობისთვის, კალაპოტური ტიპის ჰესის დადგმული სიმძლავრე 11.3 მგვტ. იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობას შპს „დიღომი ჰესი“ ახორციელებს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, მისი დირექტორი ტარიელ გიორგაძეა.

რაც შეეხება იმ კომპანიის წილებს, რომელიც დედაქალაქში, "თბილისი მოლთან" ჰესს აშენებს, ასე ნაწილდება:

  • შპს „ჯი ემ ჯი“ – 30%;
  • ტარიელ გიორგაძე - 35%;
  • შპს „ელექტრონი“ -35%.
მერი ტაბატაძე