„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“ - ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა

„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა,“- ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ნება“ იყო. როგორც აქტივისტები განმარტავენ, ის პროცენტები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა, არჩევნების გაყალბების შედეგია.

აქციის - "არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა" მოთხოვნები:

„ოქტომბრის შემდეგ ყველა ვაპროტესტებთ მოპარულ და გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც ბიძინამ მოგვპარა. ვთხოვთ, ევროკავშირს, დაასანქცირონ ისინი, ვინც საქართველოში ახალგაზრდებს მომავალს ჰპარავენ. ის პროცენტები, რაც ბიძინამ დაიწერა, არის გაყალბების და მოპარული ხმების შედეგი“, - აღნიშნა აქტივისტმა ვიკა ფილფანმა.

ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ქართველი ხალხის ნება არის ევროპა“, „დაასანქცირეთ ბიძინა“.