საქართველოში 2034 წლამდე 25 ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოში 2034 წლამდე 25 ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ საუბარია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.

2024-2034 წლების გეგმის მიხედვით, აღნიშნული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 1 270 მგვტ. იქნება, ხოლო წლიური გენერაცია 4 773 გვტ.სთ-ს მიაღწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ქარის სადგურების უმეტესობა შიდა ქართლის რეგიონში აშენდება.

უფრო კონკრეტულად კი დაგეგმილია შემდეგი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა:

  • სამგორის ქარის ელექტროსადგური (ქვემო ქართლი);
  • რიკოთის ქარის სადგური (იმერეთი&შიდა ქართლი);
  • რუისის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ნიგოზას ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ქუთაისის ქარის სადგური (იმერეთი);
  • ზემო ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • იმერეთი 1 ქარის სადგური;
  • ჩერო ენერჯის ქარის სადგური (გორი);
  • ურბნისის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ბრეთის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ჩერო ენერჯი ვესტ ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ზედა წევას ქარის სადგური (იმერეთი);
  • პირველი ქარის სადგური (გორი);
  • თბილისის ქარის სადგური (მცხეთა-მთიანეთი);
  • კასპის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • იმერეთის ქარის სადგური;
  • სკრას ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ურბნისის ქარის სადგური;
  • არჯი ენერჯის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ქარელის ქარის სადგური;
  • ჯალაურთას ქარის სადგური (იმერეთი);
  • ბოტისის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • ფარავნის ქარის სადგური (სამცხე-ჯავახეთი);
  • ღვლევის ქარის სადგური (შიდა ქართლი);
  • რიონის ქარის სადგური (იმერეთი).

იხილეთ ასევე: 2034 წლამდე საქართველოში 217 ჰესის აშენება იგეგმება

მერი ტაბატაძე