ვიდეორეკლამის CTR მნიშვნელოვნად გაიზარდა

ონლაინ ვიდეორეკლამა ინტერნეტ-რეკლამის სახეობებს შორის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

გამოცემა ”ბიზნეს ინსაიდერის” ინფორმაციით, უახლოესი წლების განმავლობაში ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები მკვეთრად გაიზრადება, 2020 წლისთვის კი 3-ჯერ გადაუსწრებს ე.წ. დისფლეი რეკლამას.

კვლევითი კომპანია BI Intelligence-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს აშშ-ის ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, 2020 წლისთვის კი აშშ-ის სარეკლამო ბაზარზე ონლაინ ვიდეორეკლამის წილი 13,3 მილიარდს მიაღწევს.

Rich Media Gallery Google-ის ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში ონლაინ ვიდეორეკლამის CTR 18-ჯერ მეტი იყო, ვიდრე HTML5 ბანერების.

”ვიდეორეკლამა სტანდარტული ტიპის განცხადებებზე უკეთესად მუშაობს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ფასი 2-3-ჯერ აღემატება ინტერნეტრეკლამის სხვა სახეობის ფასებს”, - აღნიშნა BI Intelligence-ის წარმომადგენელმა დერეკ ბლესვილმა.