ერთი წლის განმავლობაში  მთავრობების ეროვნული განახლებადი ენერგიის მიზნები ძირითადად უცვლელი დარჩა

მას შემდეგ, რაც გასულ წელს გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე COP28, დაახლოებით 130-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გაასამმაგებენ გლობალური განახლებადი ენერგიის მოცულობას, მთავრობათა ეროვნული მიზნები ძირითადად უცვლელი დარჩა.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Ember-მა, რომლის სათავო ოფისი ლონდონშია, გაანალიზა 96 ქვეყნისა და ევროკავშირის ეროვნული განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიზნები 2030 წლამდე. ამ ქვეყნებზე მოდის განახლებადი ენერგიის გლობალური სიმძლავრის 96%, ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 95% და ენერგეტიკის სექტორის ემისიების 94%. ამ 96 ქვეყნიდან 83-ს აქვს განახლებადი ენერგიის ეროვნული მიზნები 2030 წლისთვის.

თუმცა, მთავრობების ეროვნული განახლებადი ენერგიის მიზნები ძირითადად უცვლელი დარჩა გასული წლის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 8 ქვეყანამ განაახლა განახლებადი ენერგიის მიზნები, რის შედეგადაც გლობალური განახლებადი ენერგიის მიზნები მხოლოდ 4 გიგავატით გაიზარდა.