გუდაურში 64 ბინა გაიყიდა - როგორია ფასები

2024 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 64 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.7%-იანი შემცირებაა. აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 76.9% შეადგინა.

„გაყიდული ბინების 43.8% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო (1 001 – 1 500 დოლარი). გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

რაც შეეხება საშუალო შეწონილ ფასს, მესამე კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო ღირებულება კვ.მ-სთვის შემცირდა და 1 417 დოლარს გაუტოლდა.

„გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.5%-იანი შემცირებაა“, - აღნიშნულია კვლევაში.

მერი ტაბატაძე