15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასები შემცირდა, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასები კი გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 49.15 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ფასის 0.2%-ით შემცირებაზე მიუთითებს. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაცია, 2,189 მლრდ სტერლინგს შეადგენს.
ამავე პერიოდის მონაცემებით, TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 1.75%-ით არის გაზრდილი. ამ შემთხვევაში ერთი აქციის ფასი 31.90 გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 1,798 მლრდ სტერლინგს აღემატება.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, საანგარიშო პერიოდში ერთი აქციის ღირებულება 11.56 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც 0.86%-იან კლებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 458.24 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.
ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ზემოთ აღნიშნული სამი კომპანიაა წარმოდგენილი.