„ტიტანიკის“ მგზავრის საათი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ოქროს ჯიბის საათი, რომელიც „ტიტანიკის“ მგზავრს ეკუთვნოდა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, 18-კარატიანი Tiffany&Co-ის საათი Henry Aldridge&Son-ის აუქციონზე ამერიკელმა კერძო კოლექციონერმა 1.56 მილიონ გირვანქა სტერლინგად (1.97 მლნ დოლარი) იყიდა.

საათის თავდაპირველი მფლობელი ჯონ ჯეიკობ ასტორი იყო. ის 1912 წელს „ტიტანიკის“ კატასტროფის დროს დაიღუპა, მისი მეუღლე სამაშველო გემის დახმარებით გადარჩა.

ასტორი მსოფლიოში იმ დროს უმდიდრეს ადამიანად მოიაზრებოდა და მისი ქონება მაშინ 87 მილიონ დოლარს აღწევდა. საათი „ტიტანიკის“ კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ მის ცხედართან ერთად იქნა აღმოჩენილი.

მასთან ერთად კატასტროფის შემდეგ იპოვეს 14-კარატიანი Waltham-ის ჯიბის საათიც, რომელიც ეკუთვნოდა „ტიტანიკის“ ერთ-ერთ პერსონალს, ოსკარ ვ. ვუდს.

მერი ტაბატაძე