საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ყველაზე იაფად იმოგზაურებთ - HelloSafe-ს რეიტინგი

HelloSafe-მა გამოაქვეყნა 15 ქვეყნის რეიტინგი, სადაც 2025 წელს მოგზაურობა შედარებით ყველაზე იაფი დაჯდება. მონაცემები დაანგარიშებულია ერთი ადამიანისთვის საჭირო ისეთი ხარჯების ანალიზზე, როგორიცაა განთავსება, კვება და ტრანსპორტირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგში მოხვდა საქართველოც. HelloSafe-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში დღიური ხარჯები ერთი ადამიანისთვის საშუალოდ 22 გირვანქა სტერლინგი შეადგენს, რითაც რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

15 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად იმოგზაურებთ

  • ლაოსი - 10 გირვანქა სტერლინგი დღიურად;
  • ყაზახეთი - 15 გირვანქა სტერლინგი;
  • რუანდა - 16 გირვანქა სტერლინგი;
  • განა - 16 გირვანქა სტერლინგი;
  • მონღოლეთი - 18 გირვანქა სტერლინგი;
  • სომხეთი - 20 გირვანქა სტერლინგი;
  • ბურკინა-ფასო - 21 გირვანქა სტერლინგი;
  • საქართველო - 23 გირვანქა სტერლინგი;
  • მალი - 23 გირვანქა სტერლინგი;
  • მიანმარი - 25 გირვანქა სტერლინგი;
  • ჰაიტი - 25 გირვანქა სტერლინგი;
  • მალავი - 25 გირვანქა სტერლინგი;
  • ინდოეთი - 27 გირვანქა სტერლინგი;
  • ნეპალი - 28 გირვანქა სტერლინგი;
  • სერბეთი - 28 გირვანქა სტერლინგი.

მერი ტაბატაძე