თბილისში ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მათივე ცნობით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქების შედეგად ეზოში მდგომი ავტომანქანები დაზიანდა.