დიმიტრი პესკოვი - რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ აღიქვამს კრემლი აფხაზეთში არსებულ დაძაბულ ვითარებას.

„რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.