რისი მშენებლობა იგეგმება „რიყის დოქების“ მიმდებარედ (+ფოტო)

თბილისში, რიყის დოქების მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

პროექტს შპს „ალფა 2017“ ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის საკუთრებაშია.

როგორც პროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, პროექტის განხორციელებაზე ინვესტორს სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ავლაბარში, რიყის თხემზე, დუტუ მეგრელის N.1 -ში, ბარათაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე. ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე შენობიდან N1 და N 3 ძეგლის სტატუსის მატარებელია, თუმცა ისტორიულ არქიტექტურული კვლევის თანახმად ავთენტურია მხოლოდ N3 შენობის ქუჩის მხარე. დანარჩენი შენობები 70-80-იანი წლების თბილისის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგია და იგივე კვლევის თანახმად, მათი ღირებულება სათუოა.

გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევის დასკვნით, შენობები ავარიულია, აქვთ ბზარები და განიცდიან დეფორმაციას. შენობის ცვეთა შეფასებულია 60%-ზე მეტად და გეოლოგიური და კონსტრუქციული თვალსაზრისით„მდგრადობის შენარჩუნება არ არის გარანტირებული“.

საპროექტო შენობა 2 ბლოკისგან შედგება. ორივეს გააჩნია საკუთარი შიდა ეზო-ტერასა,„სივრცითი პაუზების“ შესაქმნელად.

riyis_doqebi

პირველი ბლოკი (არსებული ბაღის მიმდებარედ), შიდა ეზო აივნებით, საზოგადოებრივი დანიშნულებისაა (კაფე, რესტორანი, ბაღი, შიდა ეზო). ხდება არსებული ავთენტური შენობის სრული რეაბილიტაცია, გაჯანსაღება. მეორე ბლოკს „ძეგლი“, საცხოვრებელი ფუნქცია აქვს. ამ ბლოკის არქიტექტურა დეტალებამდე ტრადიციულია, აგურის კარნიზებით და შეღებილი ხის აივნების მდიდარი დეკორით. შენობას ისტორიული მოცულობითი კონტური შენარჩუნებული აქვს,“ - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

riyis_doqebi

ამასთან, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართი 3 163 კვ.მეტრია; აქედან საცხოვრებელი ფართია - 1 050 კვ.მ. (ბინების შიდა პერიმეტრის ფართების ჯამი); ხოლო კომერციული ფართი - 951 კვ.მ. ფართობისაა.

riqis_doqebi

riyis_doqebi

თაია არდოტელი