რუსეთში მანდარინი ძვირდება - იმპორტიორი ქვეყნები სხვა ბაზრების ათვისებას იწყებენ

რუსეთში მანდარინი ძვირდება. დეკემბერში პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, სულ მცირე, ერთნახევარჯერ.

გაძვირების მიზეზად ლოგისტიკის პრობლემები სახელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მანდარინი, რომელსაც რუსეთი თურქეთიდან, საქართველოდან, აფხაზეთიდან (საქართველო), ირანიდან, ეგვიპტიდან და მაროკოდან ყიდულობდა, წელს უმეტესად ევროპულ ბაზარზე გადის, რის გამოც რუსეთში მიწოდებამ შეფერხება გამოიწვია.

რუსული მედია წერს, რომ ფასების ზრდა უკვე შესამჩნევია. 2023 წელს, 1 კილოგრამი მანდარინი 0.90 დოლარამდე ღირდა, წელს კი ფასები უკვე 1.5 დოლარამდეა გაზრდილი. ექსპერტების აზრით, დეკემბერში ფასები კიდევ მოიმატებს.

ეკა დარჩიაშვილი