2024 წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 35.685 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყნიდან უცხოეთში 31.833 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი თურქეთზე მოდის. ათეულშია რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ გასულ თვეს ქვეყანაში 281.060 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2023-ის ოქტომბერში გზავნილების მოცულობა 285.439 მლნ დოლარი იყო.
ქვეყნების მიხედვით კი, 2024 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოირიცხა - 50.873 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია - 47.326 მლნ დოლარით, მესამეზე რუსეთი - 34.373 მლნ დოლარი. ამასთან, ხუთეულში შედიან - გერმანია 24.536 მლნ დოლარით და საბერძნეთი - 22.772 მლნ დოლარით.