„აქ თანხა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეს პროგრამა,“ - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მნიშვნელობაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა ისაუბრა.
„აქ თანხა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეს პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პოლიტიკა თანხვედრაშია მოწინავე პრაქტიკასთან და ეს ინვესტორებს აძლევს ხოლმე რწმენას, რომ მთავრობა და ეკონომიკა კარგად მუშაობს.
რაც შეეხება ამ პროგრამის შეჩერებას, მათი რეკომენდაციები იყო, რომ გაძლიერებულიყო ეროვნული ბანკის ფუნქციები, მენეჯმენტის კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა. მაგალითად, 11-მდე იყოს გაზრდილი საბჭოს წევრთა რაოდენობა, ახლა მინიმალური - 5-ია, ასევე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რომ იყოს პრეზიდენტი და მსგავსი საკითხები. ეს ყველაფერი მოგვარებადია და ის ჩვენზე არ არის დამოკიდებული, პარლამენტმა უნდა მიიღოს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში შევძლებთ სავალუტო ფონდთან დალაპარაკებას,“ - განაცხადა დავით უტიაშვილმა.