სამიტი უკვე მეორედ, ამჯერად Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ჩატარდება და არამხოლოდ მთავარ სცენაზე უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების გამოსვლას, არამედ ვორქშოპების სივრცეში შემოგვთავაზებს მასტერკლასებს და საქართველოს ისტორიაში პირველ ციფრული მარკეტინგის კონკურსს ჩაატარებს.
სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში 450-ზე მეტ ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა დაესწროს 16-მდე წამყვანი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც ისაუბრებენ:
ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და ქმნის ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ პირველ ქართულ პლატფორმას.
Main Stage-ზე წარსდგებიან: Ad Summit-ის დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ელენე ბიბილეიშვილი, ალექსანდრე ჩომახიძე, გიგი კურტანიძე. ასევე სპიკერთა სიაში არიან: ალექსი ჩიქოვანი, ლუკა ხალაძე, რევაზ ნატროშვილი, გიორგი კალანდია, ლევან ლაბარტყავა, ნოდო ლაცაბიძე, ირინა დუმბაძე, კატო რამიშვილი, თათია კობერიძე, თორნიკე ჯანგულაშვილი, იოანე რაზმაძე, ხოლო ერთ სპიკერს ორგანიზატორები სიურპრიზად გვიტოვებენ.
Side Stage-ზე, ე.წ ვორქშოპების სივრცეში წარმოდგენილი იქნება Admixer Advertising Georgia-ს ვორქშოპი პროგრამატიკულ ედვერთაიზინგზე, Hapttic-ის Demo Showcase, ციფრული ინდუსტრიის აკადამიის სპეციალური ვორქშოპები და ღონისძიების მთავარი მოვლენა: #1 ქართული ციფრული მარკეტინგული კონკურსი.
პირველად საქართველოს ისტორიაში, Ad Summit-ი უმასპინძლებს კონკურსს, რომლის ფარგლებშიც წინასწარ რეგისტრირებული გუნდები მიიღებენ დავალებას და ღონისძიების დღეს ჟიურის წინაშე Side Stage-ზე წარსდგებიან.
მონაწილეობა უფასოა, გამარჯვებულ გუნდს კი ღონისძიების ბოლოს გადაეცემა Ad Summit Tbilisi 2024-ის ჯილდო და საჩუქრები პარტნიორი კომპანიებისგან. ამ ეტაპზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, გუნდები კი გამოსვლებისთვის ემზადებიან.
კონფერენციის ღირებული პარტნიორები არიან: m², ProService, Hapttic, Web Features, Lealtor, MERAKI, UGCViral, Auto Import Georgia, Wii Design Studio, University Alterbridge, Noxtton, Academy of Digital Industries, Terminal, Kettari Foundation, CASE, tia.ge, YOLO, marketer.ge, IPN.GE, BPN.GE, AMBEBI.GE, Palitranews.ge, Bar Academy
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრული მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს. დამატებითი დეტალების ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://adsummit.ge. ამ ეტაპზე პირველი კალათა სრულად ამოწურულია.
Ad Summit-ის მთავარი კონცეფციაა შექმნას სივრცე, რომელიც შთაგონების და პროფესიული მიგნებების გაზიარების მედიუმი იქნება, ამიტომაც როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ხშირად მოეწყობა ღონისძიებები, ფესტივალები, ტრენინგები კონკურსები, ვორქშოპები და მასტერკლასები. Ad Summit-ის გრძელვადიანი მიზანია არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ლოკაციების ათვისება და უცხოურ ბაზარზე გასვლა.
(R)