„ძალიან ცუდი პირი უჩანს ზამთრის სეზონს,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა.
მისივე თქმით, წელს ზამთრის სეზონისთვის ძალიან ცოტა ჯავშანია.
„ორი ძირითადი პრობლემაა ქართულ ტურიზმში: როგორ ცდილობს საქართველო ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში და რა დახვდებათ აქ ჩამოსულ ტურისტებს. მაგალითად, ინფრასტრუქტურა ისევ ისე მოიკოჭლებს, როგორც 10 და 20 წლის წინ - ქუჩის ძაღლები, საპირფარეშოები, უწყლობა, უდენობა და ა.შ. ახლა ზამთარი მოდის და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეული გახდება.
სხვათაშორის, ძალიან ცუდი პირი უჩანს ზამთრის სეზონს, ჯავშნები არის ძალიან ცოტა, სვანეთში პირველი ყინვის დროს უკვე დენის პრობლემები გაჩნდა, ბაკურიანში შიდა გზების პრობლემა ზამთრის დადგომამდე როგორ მოგვარდება, არ ვიცი, ისევ ხარისხამდე მივდივართ ბოლოს,“ - განაცხადა მან.
როგორც თაბაგარმა აღნიშნა, ჯავშნების შემცირება რამდენიმე მიზეზს უკავშირდება:
ტურიზმის ანალიტიკოსის თქმით, არ შეიძლება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა ნორმა გახდეს და მის გასაუმჯობესებლად წლების განმავლობაში არაფერი გაკეთდეს.