ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის პროცესში მსოფლიო ბანკის მხრიდან მხარდაჭერის თაობაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან კახიშვილი და მსოფლიო ბანკის კატასტროფის რისკის მართვის უფროსი სპეციალისტი, ტაფაძვა ირვინ დუბე ესწრებოდნენ.