ნებისმიერი ელჩი, რომელიც დაესწრება არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სესიას, იქნება ევროპის სირცხვილი - ფადი ასლი

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი პარლამენტის პირველ სესიაზე ევროკავშირისა და დასავლური ქვეყნების ელჩების დასწრების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავის პოზიციას აფიქსირებს.

მისი თქმით, სესიაზე დასწრებით დიპლომატები ევროკავშირს შეარცხვენენ.

„ევროკავშირის ნებისმიერი ელჩი, რომელიც დაესწრება არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სესიას, შეარცხვენს ევროპულ ღირებულებებს და იქნება ევროპის სირცხვილი. იგივე ეხება ყველა სხვა დასავლელ ელჩს საქართველოში“, - წერს ფადი ასლი „ფეისბუკზე“.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს უნდა შედგეს.

ნათია ზარიძე