"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" სამცხე ჯავახეთში ჰოსპიტალურ ქსელს აძლიერებს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. როგორც "სამედიცინო კორპორაცია ევექსში" აცხადებენ, ერთი წლის შემდეგ ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტიპის სამკურნალო დაწესებულებები გაიხსნება, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნილებებს. "პროექტის დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში პაციენტებისთვის საწოლფონდის რაოდენობა 130-მდე გაიზრდება და რთული სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლად ადგილობრივებს რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ", - აცხადებენ "სამედიცინო კორპორაცია ევექსში".

მათივე განმარტებით, პროექტის განხორციელებისთვის სამედიცინო კორპორაცია 12 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.