გორში ხუთი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში მე-6, მე-12, მე-13, მე-14, მე-16 საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარებს.

გორის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, მე-12 ბაგა-ბაღში სამუშაოებს კომპანია შპს "გრანიტი" ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.  "აღნიშნული საბავშვო ბაღი, რომლის შენობაც 2012 წლის 17 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა, დღემდე ნაქირავებ ფართში სამი სააღმზრდელო ჯგუფით განაგრძობს ფუნქციონირებას. მე-6, მე-13, მე-14, მე-16 საბავშვო ბაღების შენობების რებილიტაციას შპს "ალონისი" სექტემბერის დასაწყისში დაასრულებს", - აცხადებენ გორის მერიაში.

მათივე განმარტებით, ხუთივე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სამუშაოების ღირებულებამ 633 400 ლარი შეადგინა. "აღნიშნული საბავშვო ბაღების კონტიგენტი სულ 744 აღსაზრდელს შეადგენს. ორგანიზაციების პერსონალის განცხადებით ბაგა-ბაღების შენობებს ექსპუატაციაში შესვლიდან დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია," - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.