BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
  • თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა
  • Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ გაუწევს.

Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს.

Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს, რომელთა საერთო ფართიც 730კვ.მ-ს შეადგენს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 5,476 ერთეული ექსკლუზიური ავტომობილი გაყიდა, ხოლო ევროპაში 1,054-ის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 19%-ს შეადგენს.

Bentley_tbilisi

„თეგეტას“ მიერ Bentley Tbilisi-ს ოპერირების დაწყება კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა. კერძოდ, ულტრა შესაძლებლობების მქონე ორი ჰიბრიდული მოდელის - მეოთხე თაობის Continental GT-ს და Flying Spur Speed-ის წარდგენას, ასევე Mulliner-ის პერსონალიზაციაზე მოთხოვნის ზრდას.

Bentley_tbilisi2

რიჩარდ ლეოპოლდი, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და MEAI-ს რეგიონული დირექტორი: „თბილისში წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის ისტორიაში ახალი ეტაპია. ვითვისებთ ბაზარს, სადაც ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ. საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის პერიოდი იდეალურად არის შერჩეული. ბაზრის გაფართოება სწორედ ახალი, მეოთხე თაობის Continental GT-ის წარდგენას ემთხვევა. ჩვენ მოუთმენლად ველით Bentley Tbilisi-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონში წარმატების მისაღწევად. ასევე მივესალმებით მომხმარებელს ჩვენი მოდელების სრული ასორტიმენტისა და Bentley-ს გამოცდილების გასაზიარებლად“.

Bentley_Tbilisi3

Bentley Tbilisi უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთა და ბრენდის მოყვარულთათვის, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. ოპერაციული გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელიც მზადაა, უპასუხოს მომხმარებლების შეკითხვებსა და საჭიროებებს.

---

Bentley Motors წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ კრუში მდებარეობს და ქმნის სრული ოპერაციების ცენტრს, რაც მოიცავს დიზაინის შემუშავებას, R&D-ს (ავტომობილების კვლევა და განვითარება) ინჟინერიას და კომპანიის ხუთი სამოდელო ხაზის - Continental GT-ს, Continental GT-ს Convertible-ს, Flying Spur-ს, Bentayga-სა და Bentayga EWB-ს წარმოებას. Bentley გაერთიანებული სამეფოს ძვირადღირებული ავტომობილების კომპანიაა, რომლის დახვეწილი ოსტატობის კომბინაცია და უნარები თაობებს გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილებასთან და უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად. ის ბრიტანული წარმოების მაღალი ღირებულებების საუკეთესო მაგალითია. Bentley-ს კრუს შტაბ-ბინაში დაახლოებით 4000 ადამიანია დასაქმებული.

NS