მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 8.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 959 გვტ. საათამდე შემცირდა, ხოლო ამავე პერიოდში მოხმარება 11%-ით გაიზარდა და 1,097 გვტ. საათი შეადგინა.
„საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება წლიურად 5.7%-ით შემცირდა და 5.25 აშშ ცენტს გაუტოლდა“ - წერია კვლევაში.
„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 179 გვტ. საათი ელექტროენერგია.