ქობულეთში 5 000 ტონის წარმადობის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმადობა, რომელიც "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ქობულეთში გაიხსნება, 5 000 ტონა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

"ქობულეთში იგეგმება 5 000 ტონის წარმადობის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც დაახლოებით, 80 ადამიანის დასაქმება მოხდება. მთლიანი ინვესტიცია იქნება, დაახლოებით, 830 მილიონი ლარი. მთავრობის წინა სხდომაზე დავამტკიცეთ ეს პროექტი. გადავეცით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის ფარგლებში, შეიძლება უფრო ადრეც უკვე უნდა გაიხსნას ეს ქარხანა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.