1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7384 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7384 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8548 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8862 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0314 ლარი შეადგინა.