„ეკონომიკური სასწაული ჩვენთან არ მომხდარა, მაგრამ გარკვეული წინსვლა გვაქვს - ამის დაუნახაობა არ შეიძლება“

2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა, არსებული მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლით გამოიხატება. 2024 წლის აგვისტოში რეალური მშპ-ის ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ზრდა 10%-ს გაუტოლდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, წლეულს საქართველოს ეკონომიკა 7,55%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1,81 პროცენტული პუნქტით მეტია, ინფლაცია კი სტაბილურად დაბალ ნიშნულზე რჩება. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, შემცირებულია უმუშევრობის დონე, საშუალო თვიური ხელფასები კი ზრდას განაგრძობს. ასევე ზრდას განაგრძობს სავალუტო შემოდინებები, მათ შორის ტურიზმიდან შემოსულობები და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას უწყობს ხელს.

ამ ფონზე, ყველა საერთაშორისო ფინანსური თუ ეკონომიკური ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. თუმცა ისიც ცხადია, რომ გეოპოლიტიკური რისკები და გლობალური ეკონომიკური ტენდენციები კვლავაც დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მით უმეტეს, შიდაპოლიტიკური პროცესებისა და არჩევნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ლარის კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების ნაწილი გახარჯა,­ რასაც ეკონომიკის ანალიტიკოსების ნაწილი უარყოფითად აფასებს. არსებობს მოლოდინები, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა შესაძლოა ინვესტორთა ნდობაზე უარყოფითად აისახოს, ხოლო თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დახმარების პროგრამებს გადახედავენ, შეიქმნება საფრთხე, რომ ამან ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.

- განსაკუთრებული სიფრთხილით არის საჭირო შეფასება, მათ შორის სებ-ის მოქმედებების.

ვალუტის სტაბილურობასა­ და საზოგადოებრივ სტაბილურობას შორის ბალანსის დაცვა სცილასა და ქარი­ბდას შორის მანევრირებას ჰგავს... გააგრძელეთ კითხვა