Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა მექსიკურმა მოლემ, მას მოსევს იტალიური მარინარა და ინდონეზიური სამბალი. მეოთხე და მეხუთე ადგილები კი ჩინურმა ტკბილ-მჟავე სოუსმა და იტალიურმა პესტო ჯენოვეზემ დაიკავა.
მსოფლიოს საუკეთესო სოუსების რეიტინგში შემდეგი ქართული სოუსები მოხვდა:
- ტყემალი - 52-ე ადგილი;
- აჯიკა - 109-ე ადგილი;
- საცივი - 110-ე ადგილი;
- ბაჟე - 124-ე ადგილი;
- მაყვლის სოუსი - 230-ე ადგილი.