2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 4.33 ტონა ხამანწკა, რომლის ღირებულებამაც ჯამში 129 690 დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ხამანწკების იმპორტი (ათი თვის ჭრილში) ისტორიულ მაქსიმუმზეა.
მხოლოდ ერთი წლის მონაცემების აჩვენებს, რომ წელს იმპორტი 149%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2023 წლის ათ თვეში საქართველომ ჯამში 1.74 ტონა ხამანწკა იყიდა, რომლის ღირებულებაც 45 470 აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქართველო ხამანწკებს ორი ქვეყნიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან ყიდულობს. კერძოდ, მონაცემები 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ასე გამოიყურებოდა:
საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველომ ექსპორტზე ხამანწკების გატანა შარშან დაიწყო და გასულ წელს იანვარ-ოქტომბერში 14 040 დოლარის 130 კგ-ის ექსპორტი განახორციელა. რაც შეეხება 2024 წელს, იმავე თვეებში ექსპორტზე გავიდა 95 110 დოლარის ღირებულების 1.14 ტონა ხამანწკა.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც გასულ წელს, ასევე წელს, საქართველო ხამანწკების ექსპორტს სრულად რუსეთში ახორციელებდა.