„მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება” - „სილქნეტი“

„სილქნეტის“ მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუმარტეს, ამ დროისთვის, უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი და როდის აღდგება სრულად ინტერნეტის მიწოდება.

„ტელევიზია მუშაობს. მომხმარებლების ნაწილს არ აქვს ინტერნეტი. ცხელი ხაზი ამუშავდა. ამ ეტაპზე სხვა, განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს“, - აღნიშნავენ „სილქნეტში“.