ახალი მოწვევის პარლამენტთან უნდობლობის ნიშნად, ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის" წევრების განცხადებაშია ნათქვამი.
მათი განცხადებით, „ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის იდეა საინტერესო ინიციატივად მიაჩნიათ.
"გვინდა დეკლარირებულად განვაცხადოთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებული და მიტაცებული „ქართული ოცნების" მიერ.
შესაბამისად, პარლამენტი, რომელიც ხვალ შეიკრიბება, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით არის არალეგიტიმური. პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ.
ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა. შესაბამისად, ჩვენ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი" ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან, ვაჩერებთ ყველა პროექტს და კოორდინაციას. ასევე, უარს ვაცხადებთ რაიმე ფორმით საქმიან და სამუშაო ურთიერთობაზე არალეგიტიმურ პარლამენტთან,
აქვე უნდა ვთქვათ, რომ „სტუდენტური პარლამენტი" საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებითა და არსებული პოლიტიკური ვითარების გააზრებით, ვაგრძელებთ მუშაობას და აქტიურ პოზიციონირებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამისათვის ერთადერთ სწორ გზად მიგვაჩნია აქტიური კოორდინაცია პროდასავლურ ოპოზიციასთან, რომელიც ქვეყნის დასავლური მომავლისთვის იბრძვის. მნიშვნელოვან და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ინიციატივად მიგვაჩნია „ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის იდეა, რასაც ვუერთდებით და მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდობის ჩართულობას ამ ინიციატივის განხორციელებაში", - ნათქვამია "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის"განცხადებაში.