ბუკინგემის სასახლე მომდევნო სამი წლის განმავლობაში უცხოელი სახელმწიფო ლიდერების მიღებას წყვეტს, - ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სასახლის დაგეგმილი რეაბილიტაციაა. როგორც dailymail-ი წერს, რეაბილიტაცია ჯამში 369 გირვანქა სტერლინგი დაჯდება.
გამოცემა იუწყება, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში სასახლე ბოლო უცხოელ ლიდერს, კატარის ემირს უმასპინძლებს.
დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო 2027 წლამდე ყველა ოფიციალური ღონისძიება, რომელშიც უცხოელი ლიდერები მონაწილეობენ, უინძორის სასახლეში გაიმართება.