პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონის რატიფიცირებას „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ“, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კანონი ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ „შეთანხმება ადგენს სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურას”.

რუსეთის ფედერაციას მსგავსი შეთანხმებები აქვს ბელარუსთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან.