საქართველოში 921 450 ბიზნეს-სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც 44.4%, ანუ 409 548 ერთეული თბილისშია კონცენტრირებული - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციაში - ბიზნეს სექტორი საქართველოში 2023 წელი.
რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: (2023 წელი)
- თბილისი - 409 548
- იმერეთი - 115 789
- აჭარა - 90 046
- ქვემო ქართლი - 66 944
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 66 872
- კახეთი - 54 216
- შიდა ქართლი - 39 640
- სამცხე-ჯავახეთი - 30 870
- გურია - 21 087
- მცხეთა-მთიანეთი - 17 885
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8 270
ამასთან, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 204.647 მლრდ ლარო შეადგინა, აქედან 200.596 მლრდ ლარი მოდიოდა არასახელმწიფო სუბიექტებზე, 4.050 მლრდ კი სახელმწიფო საწარმოებზე.